2025 წლის 2 ივნისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ფიზიკის დეპარტამენტის კონდენსირებული გარემოს ფიზიკის კათედრამ ჩაატარა გასვლითი სემინარი ქალაქ სიღნაღში. სემინარი ჩატარდა სიღნაღის საქალაქო ბიბლიოთეკაში. სემინარში მონაწილეობდნენ კონდენსირებული გარემოს ფიზიკის კათედრის თანამშრომლები და სტუდენტები.
სემინარის თემა იყო: სიმკვრივის ფუნქციონალის თეორია და მისი გამოყენება კონდენსირებული გარემოს ფიზიკაში.
სემინარზე წარმოდგენილ იქნა მოხსნებები:
„სიმკვრივის ფუნქციონალის თეორია და მისი გამოყენება გალიუმის ოქსიდის Sn-ით ლეგირების შესასწავლად“
ტანიკა შნაიდერი - აახენის უნივერსიტეტის მაგისტრანტი, გერმანია (კვლევითი ვიზიტი თსუ-ში)
„სიმკვრივის ფუნქციონალის თეორია თუთიის ოქსიდის ზონური სტრუქტურისთვის
თეკლე მაჭარაძე - თსუ, ფუნდამენტური ფიზიკის სამაგისტრო პროგრამის მაგისტრანტი.
სემინარის დასრულების შემდეგ მონაწილეებმა დაათვალიერეს სიღნაღის ღირსშესანიშნაობები, ეწვივნენ ბოდბის დედათა მონასტერს.
კონდენსირებული გარემოს ფიზიკის კათედრა დიდ მადლობას უხდის სიღნაღის საქალაქო ბიბლიოთეკის მთელ პერსონალს, განსაკუთრებით მის გამგეს ლიანა ხატიაშვილი-ბეჟაშვილს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და გულისხმიერი მიღებისთვის.